წესები და პირობები

პირადი მონაცემები

ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც iaia-shop.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ.

მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება თქვენთვის საბანკო განვადების განაცხადის შევსებაში დახმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში მომსახურების გაწევაში იგულისხმება საიტზე ბარათით ყიდვის სერვისის შეთავაზება და ამ შეთხვევაში ხდება დამატებით მისამართის შენახვა, შეძენილი ნივთის მოწოდების/საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით.

ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე, ელ. კომერციის გლობალური ლიდერის მიერ დანერგილი ელექტრონული დაშიფრვისა და განთავსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს.

საბარათე მონაცემები

პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, iaia-shop.ge არ ინახავს თქვენს საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ საქართველოს ბანკის (BOG) მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს “საქართველოს ბანკის” დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.

სხვა ინფორმაცია

iaia-shop.ge მისი უკეთ ფუნქციონირების, მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელების მიზნით, იყენებს სხვადასხვა ანალიტიკურ ხელსაწყოს, როგორიცაა FB Pixel და Google Analytics.

წესები და პირობები

წინამძღვრები და პირობები

iaia-shop.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.

კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია.

შეკვეთის განხორციელება

მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია დეპოზიტის განთავსებით. ასევე iaia-shop.ge_სთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.

კლიენტს შეუძლია ისარგებლოს iaia-shop.ge_ს პარტნიორი ბანკების განვადების სერვისით.

iaia-shop.ge_ს ვალდებულებები

iaia-shop.ge ვალდებულია კლიენტის შეკვეთის დამუშავება მოახდინოს არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

ნივთის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.

შეკვეთის მიღება

დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობის შემოწმება.

მხარეთა პასუხისმგებლობა

თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების სრული და კეთილსინდისიერი შესრულება.

ფორს–მაჟორი

არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.

კონფიდენციალურობა

წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და ინფორმაცია მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პრეტენზიები და დავები

მხარეები ცდილობენ ყველა დავა გადაწყვიტონ ურთიერთმოლაპარაკების გზით.

დამატებითი პირობები

ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.