თანხის დაბრუნების პოლიტიკა
თვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას შეკვეთის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი/პროდუქტი წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესის დაცვით.
1.2. გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ შეკვეთის გაუქმების უფლება გაქვთ წესების და პირობების 5.2.4. პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დაცვის შემთხვევებში, ხოლო ნივთის/პროდუქტის დაბრუნება მისი ჩაბარების შემდეგ შეგიძლიათ წინამდებარე პოლიტიკის 1.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების პოლიტიკის 2.7. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
1.3. კომპანია უფლებამოსილია არ დაიბრუნოს ნივთი/პროდუქცია ან/და არ მოახდინოს შეკვეთის გაუქმება წინამდებარე პოლიტიკის 1.2. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ სხვა მოთხოვნის დროს.
ნივთის/პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები
2.1
ნივთის/პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანიის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ ნივთის/პროდუქტის დაბრუნების შესახებ.
2.2
პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი ნივთის/პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი.
2.3
პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.4
თუ ნივთს/პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა.
2.5
ნივთის/პროდუქტის დაბრუნებას უზრუნველყოფს კომპანია საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით.
2.6
ნივთის/პროდუქტის დაბრუნების დროს ნივთს/პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
2.7
ნივთის/პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია თუ:
2.7.1
ნივთი/პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
2.7.2
ნივთს/პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
2.7.3
ნივთი/პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.
2.7.4
მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან.
2.8
გამონაკლის შემთხვევებში პროდუქტის/ნივთის დაბრუნება შესაძლებელია გამყიდველისა და კომპანიის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში.
ანაზღაურების წესი
3.1
კომპანია იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს ნივთში/პროდუქტში გადახდილი თანხა.
3.1.1
80-90%-მდე — თუ ნივთის ქარხნული შეფუთვა დაუზიანებელია და პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი.
3.1.2
60-80%-მდე — თუ ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან აღინიშნება ვიზუალური ხარვეზი.
3.1.3
თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან ვიზუალური მახასიათებელი, კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს ნივთი.
3.2
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3.3
კომპანია თანხას დააბრუნებს 15 სამუშაო დღის ვადაში.
ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი
4.1
კომპანია ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, თუ:
ნივთი არ შეესაბამება შეკვეთას
ნივთს აქვს ქარხნული წუნი
ნივთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას
4.2
სხვა შემთხვევებში ტრანსპორტირების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი.
პროდუქციის დაბრუნების პროცედურა
5.1
თუ დაბრუნების ინიცირება ხდება მიტანისთანავე, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში.
5.2
მომხმარებელს შეუძლია 5 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე.
5.3
ხარვეზიანი ნივთის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის დაბრუნებას დადგენილ ვადებში.
5.4
5 დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში მოქმედებს საგარანტიო პირობები.
5.5
თუ სერვის ცენტრი დაადგენს ქარხნულ წუნს, მომხმარებელმა კომპანიას უნდა გადასცეს შესაბამისი დასკვნის დედანი.
განვადებით შესყიდული ნივთის/პროდუქტის დაბრუნების წესი
6.1
განვადებით შეძენილი ნივთის დაბრუნება ან განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით.
6.2
განვადების გაუქმებამდე მომხმარებელმა უნდა აუნაზღაუროს კომპანიას შესაბამისი ხარჯები და საფასური.